1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI-ის მიერ თარგმნილი „ქმნულების ცოდნის წიგნი“ ანუ „აიათი“, ხოლო 1722 „ჟამნი“, რის შემდეგაც სტამბამ არწებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბებში გამოცემული წიგნებისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე -კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა ინდროინდელი ხელოვნების შედევრია. სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს.ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი.
ამის შემდგომ, ნელ-ნელა განვითარებას იწყებს წიგნის ბეჭდვითი საქმიანობა, რამაც მე-18 საუკუნის დასაწყისიდანვე ნაბეჭდი წიგნი ძლიერ გააიაფა და ხელნაწერზე 8-10-ჯერ ნაკლები გახდა. ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ
.საქართველოში დაბეჭდილი წიგნების ტირაჟი საოცრად დიდი იყო. როგორც წესი, საეკლესიო წიგნები 1000 ეგზემპლარის ოდენობით იბეჭდებოდა, ხოლო ისეთი წიგნები, როგორიცაა: „სახარება“, „დავითნი“, „სამოციქულო“, „ლოცვანი“ მეორეჯერ და მესამეჯერაც დიდი რაოდენობით გამოიცემოდა ხოლმე.
No comments:
Post a Comment